მდგრადი კავკასია გახლავთ ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მდგრად ურბანულ განვითარებას, წინასწარ განსაზღვრული საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ახალი პროექტების განხორციელებით, რათა გაუმჯობესდეს მოსახლეობის საარსებო წყაროები და დავიცვათ არსებული ბუნებრივი რესურსები კავკასიის რეგიონში.
ჩვენ ვმოქმედებთ ადგილობრივად და ვფიქრობ, გლობალურად.
"კავკასიის რეგიონს სჭირდება ჯანსაღი და ინკლუზიური განვითარების მოდელი, რათა შეინარჩუნოს და გადასცეს თავისი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ყველა ასპექტი მომავალ თაობებს."
—მარიტა რიდელი; დამფუძნებელი.
რატომ შეიქმნა მდგრადი კავკასია?
ვინ ვართ ჩვენ?
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი ადამიანებისაგან. ჩვენი საქმიანობის სფეროები გახლავთ; არქიტექტურა, მშენებლობა, ურბანული განვითარება, განათლება, კულტურა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო კომუნიკაცია. კავკასიის ბუნება, კულტურა და მრავალფეროვნება, აი რა გვიყვარ! ჩვენ ერთობლივად ვამზადებთ და ვახორციელებთ ინიციატივებსა და პროექტებს, თაობების უკეთესი მომავლისთვის.
რატომ კავკასიის მდგრადობა?
კავკასია მთიანი რეგიონი გახლავთ, სწორედ ამიტომ ის არაერთი საფრთხისა და გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის მწვავე საკითხების სფერო საკმაოდ ვრცელია; კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა მუდმივი განადგურება, ინფრასტრუქტურის დაზიანება და განუვითარებლობა...
კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნება თვალსაჩინო პრობლემების წინაშეა, მუდმივი ბრაკონიერობა, ტყის რესურსის აუთვისებლობა და არამდგრადი პროცენტული მაჩვენებლები, გადაშენების პირას მყოფი ფლორა და ფაუნა, ეკოსისტემის სრული ცვალებადობა და ადამიანების მიერ გადადგმული საზიანო ნაბიჯები, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და დაბინძურებული ტბები თუ მდინარეები ,მთაში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობის მუდმივი კლება და უამრავი სხვა მიზეზი ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების ბალანსის რღვევას." - კავკასიის ბუნების ფონდი.
შეიტყვეთ უფრო მეტი ინიციატივები და პროექტები აქვე
ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ განვავითაროთ პილოტური პროექტები, საგანმანათლებლო მოქმედებებითა და მუდმივი კომუნიკაციით საზოგადოებასთნ. ჩვენი მიზნები ფართომასშტაბიანია, მიუხედავად იმისა, რომ ვმოქმედებთ ლოკალურად, საბოლოო მიზანი გლობალური ხასიათის გვაქვს, კონკრეტულად გვსურს საკუთარი წვლილი შევიტანოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.
ჩვენი ინიციატივები და პროექტები
მოსახლეობა
კავკასიის მთიან რაიონებში მოსახლეობა მუდმივად მცირდება. 4 ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 30 მილიონს შეადგენს, დაახლოებით 6-დან 7 მილიონამდე მაღალმთიან ტერიტორიაზე ცხოვრობს. მთებში დარჩენილი მოსახლეობის საარსებო წყარო მუდმივ პრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ყოველწლიურად იზრდება მიგრაციის რიცხვი. რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაში, ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს შავი ზღვის სანაპიროზე და ცენტრალური აღმოსავლეთ-დასავლეთის სარტყელში. მთიანი ტერიტორიების, საერთო ფართობი დაახლოებით 100.000 კმ რჩება მიტოვებული. კავკასიის მთები უკიდურესად მკაცრია, სწორედ ამიტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მუდმივი იზოლაციის განცდა აქვს.
კულტურა
კავკასიის კულტურა საკუთარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, "მრავალრიცხოვან ენათა მთა" ევროპისა და აზიის გზაგასაყარი, რელიგიებისა და განხვავებული ტრადიციების ადამიანთა საერთო საცხოვრებელი. კავკასია გადაჭიმულია ორ ზღას შორის,(შავი და კასპიის ზღვები) 1100 კილომეტრზე. კავკასიის მოსახლეობა ოფიციალურად დაყოფილია ოთხ ქვეყანას შორის, ყველა მათგანს აქვს საკუთარი ენა. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად სამ ენაზე საუბრობს თუმცა ასევე არის არაერთი დიალექტი და სასაუბრო 40 ენა; ინდო-გერმანული, თურქული და სემიტური... აბრეშუმის გზა სწორედ აღნიშნულ რეგიონზე გადის.(წყარო: კავკასიის ფესტივალი 2018, Elb Philharmonic)
ბუნება
კავკასიის რეგიონის ბუნება უნიკალურია, ის წარმოდგენილია აზიური და ევროპული ფლორისა და ფაუნის ნაზავის ერთობლიობით, ასევე დიდი რაოდენობით გვხვდება აფრიკის ულამაზესი ბუნების ნიმუშები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კავკასიის ბუნება გამორჩეულია საკუთარი უნიკალურობითა და მრავალფეროვნებით; 6,500 მცენარეთა სახეობების, 400 სხვადასხვა ფრინველი, 150 ძუძუმწოვრების, 150 სახეობის თევზი და 80 სხვადასხვა ქვეწარმავლები- საგანძური, რომელიც იმსახურებს დაცვას, თუმცა კავკასიის ეკორეგიონის ტერიტორიის მხოლოდ ათი პროცენტია დაცული კანონით. იგი მოიცავს 9 კლიმატურ ზონას.(კავკასიის ბუნების ფონდი)